ერთ-ერთი აქციის მონაწილე, ამირან ბაქანიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ისინი გუშინდელ გავრცელებულ ვიდეო კადრებს გამოეხმარეს და გმობენ ძალადობას, წამებას და შეურაცხყოფას.
ინტერვიუს ჩაწერის დროს მოსახლეობა სკანდირებდა _ საქართველოს გაუმარჯოს, შეწყდეს წამებას და ძალადობა.
_ ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. კადრები, რომელიც გავრცელდა არის შეურაცმყოფელი თითოეული ჩვენთაგანისთვის და ეს ყველაფერი დასაგმობია. _ გვითხრა ამირან ბაქანიძემ.
მისივე თქმით, აქციაზე 100-სზე მეტი ადამიანი არის შეკრებილი.