მათი განცხადებით, რამდენიმე წუთში, ადმინისტრაციის შენობიდან გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი , რომელიც მათ ციხის უფროსის მოადგილედ გაეცნო და უთხრა: ნუ უსმენთ იმ ადამიანს, რომელმაც ციხის გისოსებიდან დაიყვირა, ტყუილიაო.
ამის შემდეგ, პატიმრის მშობლემა მოითხოვეს სასწრაფოდ შვილებთან შეხვედრა. პატიმრების სანახავად მოსული მშობლების ერთი ნაწილი, რომლებიც უკვე გამოვიდნენ შენობიდან, ამბობენ, რომ პატიმრებს არანაირი პრობლემები არ აქვთ, მეორე ნაწილის თქმით კი, პატიმრები დაშინებული არიან და არაფერს ამბობენ.































































