“ყველა თქვენგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ არ არის უბრალოდ ხალხის შეკრება, აქ არის პიროვნებების, ღირსეული ადამიანების შეკრება, მაგრამ იმათთვის, ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს მომავლის დამცველები დააშინა, თვალები გაახილოს, კეთილი ინებოს და მიხვდეს, რომ ძალიან ბევრი ვართ აქ. დღეს საქართველოში წყდება მთავარი რამ, ასეთი არჩევანი ჩვენ არ გვქონია ათწლეულების და შეიძლება ასწლეულების განმავლობაში, ერთის მხრივ, ჩვენ როგორც არასდროს, ვართ ახლოს ჩვენს სანუკვარ მიზანთან, დავბრუნდეთ ევროპაში, ვიცხოვროთ ევროპულად. თქვენ იცით, რომ გუშინ, თბილისში, ყველაზე დიდი შეკრება გაიმართა, რაც კი ოდესმე გამართულა, ჩვენ სპეციალურად აქედან ბევრი ხალხი არ ჩამოვიყვანეთ იმიტომ, რომ მე მინდოდა აქეთ წამოსვლა”, _ განაცხადა სააკაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved