ამ წუთებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სასულიერო პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლებთან ერთად, #7 საპყრობილე დატოვეს. აქ უფრო მეტად ე. წ. კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს. პატრიარქი და მინისტრი რამდენიმე წუთში #1 საპყრობილეში მივლენ და იქ გააკეთებენ ჟურნალისტებთან კომენტარს. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დღეს ციხეს 220 პატიმარი დატოვებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved