მისი თქმით, ქსნის დაწესებულებას ხვალ კიდევ 41 პატიმარი დატოვებს.
დღეს, რუსთავის #17 საპყრობილეს “9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრი” გიორგი ალხაზიშვილიც დატოვებს, რომელიც 2007 წელს, წყნეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად დაკავეს. ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.