_ დღეიდან განახლდა ცხელი ხაზის მუშაობა. პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ სამინისტროს შესაბამის უწყებებთან დაკავშირება და მათი ინფორმირება პატიმართა უფლებების დარღვევის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა შეეხსენებინა საზოგადოებისთვის ცხელი ხაზის არსებობის შესახებ, ვინაიდან შეუძლებელია რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხოს პირადად მინისტრთან დაკავშირება. ამისთვის არსებობს სამინისტროს აპარატი და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც გააკეთებენ შემოსული ინფორმაციის კონკრეტულ ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ მყისიერ რეაგირებას.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, გიგა გიორგაძე აცხადებს, რომ სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება არ დარჩეს არც ერთი უკმაყოფილო ადამიანი, _ ნათქვამია განცხადებაში.
ცხელ ხაზზე დაკავშირება შესაძლებელია:
სამუშაო დღეებში 2 25 70 44 10:00 – 18:00 სთ. 24 საათიან რეჟიმში 577 22 29 46