სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ოქტან მედია” აწარმოებდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ღლონტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სტადიონის მშენებლობისთვის 800 ათასი ლარია გახარჯული: “გაკეთდა სათადარიგო სტადიონი სველი წერტილებით და გასახდელებით. ძირითად სტადიონზე მოინგრა დასავლეთის და ჩრდილოეთის ტრიბუნები. გაკეთდა აღმოსავლეთის ტრიბუნის კოსმეტიკური რემონტი. გაკეთებულია სამაგრები, რომლებზეც მომავალში სავარძლები უნდა დაიდგას.”
მინდვრის საფარი, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის და ევროპული სტანდარტების დონისაა, სტადიონსაა, სტადიონს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. ლანჩხუთელმა მაღალჩინოსნებმა მისი ღირებულება არ იციან.
გარდა ამისა, გაკეთდა ბორდიურები, შეიღება ღობე. ნუგზარ ღლონტმა არ იცის, როდის დაიწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. მისი თქმით, ეს ახალი მთავრობის გეგმებზე და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული: “სტადიონი 10 ათას კაცზეა გათვლილი და მისი სრული რეაბილიტაცია 2013 წლის ბოლომდე იგეგმებოდა. მთლიანად რომ გაკეთდეს, საკუთარი ინფრასტრუქტურით, სულ 6 მილიონი ლარია საჭირო”, _ განმარტავს გამგებლის მოადგილე.
სტადიონი, რომლის მშენებლობაზეც 800 ათასი ლარი დაიხარჯა, დღეს ასე გამოიყურება.