გვიან ღამით ბაჩო ახალაიასთან იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოსო მანჯავიძე და თეა თუთბერიძე.
მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა გოგა ხაჩიძე, რომელიც იქ “კრიტიდან” მივიდა. გოგა ხაჩიძე მთავარ პროკურატურაში მყოფ ჟურნალისტებს გამოელაპარაკა, დაკითხვაზე დაბარებულების ამბავი იკითხა და ბოლოს, მთავარ პროკურატურაში, შესასვლელში განთავსებულ კომპიუტერზე, სამახსოვრო წარწერაც დატოვა შემდეგი შინაარსის: “ღმერთო! თვალყური გვადევნე…”