ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა www.firenze.repubblica.it-ი ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქურდების დაკავების შემდეგ, მათი დროებითი საცხოვრებილის ჩხრეკის დროს ყოვლისმნახველი პოლიციელები გააოცა მოპარული ნივთების მრავალფეროვნებამ. ნაქურდალ ნივთებს შორის, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღემატებოდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საიუველირიო ნაწარმი და ბავშვთა სათამაშოებიც აღმოჩნდა.
სამართალდამცველთა წინასწარი ვარაუდით, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ზაფხულის თვეშია მოპოვებული. ქურდების დროებით საცხოვრებელში ნაქურდალთან ერთად პოლიციელებმა საცხორებელ სახლებსი შესაღწევად გამიზნული სხვადასხვა იარაღებიც აღმოაჩინეს.