https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნარკოტიკი, რომელიც მას აღმოაჩნდა, წამების და ძალადობის შედეგად მიაღებინეს”

12:12; 2.12.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული პირები, 2011 წლის 9 დეკემბერს, ნიღბებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მცხოვრებ აბაშმაძის ოჯახს. ბრალდებულებმა ე.წ “სკოჩის” გამოყენებით, ოჯახის წევრებს შეუკრეს ხელფეხი, გააცხელეს უთო და დაშინების მიზნით ითხოვდნენ ძვირფასეულობას.

ფიზიკური ზეწოლის შედეგად, ეჭვმიტანილებმა მოახერხეს ოჯახიდან ოქროსა და ვერცხლის ნივთების, მობილური ტელეფონის, სანადირო თოფისა და „მერსედესის” მარკის ავტომობილის გატაცება, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

სამართალდამცავების თქმით, დაკავებულებმა დანაშაული უკვე აღიარეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადასტურებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ეს პირები ჩოხატაურში მომხდარ ყაჩაღობებში. თუმცა, როგორც გვენეტაძე ჩვენთან საუბარში განმარტავდა, ამ ყაჩაღობების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

“გურია ნიუსი” ამ ყაჩაღობის  საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე ერთი წლის წინათ წერდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ისე ჩაატარეს დაკავებულ კობა და ლაშა ლომჯარიების ოჯახში, რომ მათი ნათესავები და ახლობლები ამ პროცესს არ დასწრებიან. როგორც ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრის დროს აცხადებდნენ, სამართალდამცავებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

_შეაშინეს ბავშვები, არავის არ ერიდებოდნენ, პოლიცილები პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. ჯერ დააკავეს კობა ლომჯარია, მოგვიანებით კი დააკავეს ლაშა ლომჯარია და ედიშერ ცისკარიძე, რომლებსაც ბრალად ყაჩაღობა ედებოდათ. მათი აყვანა ლანჩხუთში, მოხდა, ისინი თბილისიდან მოდიოდნენ, მათ დასაკავებლად ჩაატარეს სპეცოპერაცია და დაპატიმრეს.  მათ წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულებში მონაწილეობა, _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ პატიმრების კობა და ლაშა ლომჯარიას ოჯახის წევრი თინათინ სირაძე და იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით არაკანონიერად მოხდა.

თინათინ სირაძემ კიდევ ერთხელ მოგვმართა, რათა მისი პოზიცია დაგვეფიქსირებინა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მაზლისთვის უკანონოდ გამოტანილ განაჩენს სათანადო ორგანოები შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ.

თინათინ სირაძე: ნარკოტიკი, რომელიც ჩემს მაზლს, ლაშა ლომჯარიას აღმოაჩნდა, ძალადობის, მუქარის და წამების შედეგად მიაღებინეს, იმ მიზნით, რომ უფრო დაემძიმებინათ მისთვის ბრალდება და შეეფადებინათ წინასწარი პატიმრობა, რაც სისრულეში მოიყვანეს, სასამართლო წარიმართა უსამართლოდ, ვინაიდან დეკემბერში დაპატიმრებულ-ბრალდებულებს აგვისტოში შეუფარდეს  სასჯელი, რომელიც ერთი ადამინის ჩვენებას და უსაფუძვლო ბრალდებებს ეყრდნობა.

იმედი მაქვს, დღევანდელ საქართველოში, სამართალდამცავების  ახალი გუნდი გადახედავს ბრალდებულების საქმეს და გაასამართლებს სამართლიანად. აღარ უნდა არსებობდეს საქართველოში მუქარისა და ზეწოლის შედეგად ადამიანების დაპატიმრებები.

რა მოხდა ერთი წლის წინ

ადვოკატმა გელა ნაცვალაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ 2011 წლის 11 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, მას ლომჯარიების ოჯახის წევრებმა სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს:

_ საღამოს 10 საათისთვის უკვე გაფორმებული მქონდა ხელშეკრულება, გამაჩნდა ორდერი, მივედი პოლიციაში, სადაც ყურადღება საერთოდ არ მომაქციეს.

მორიგემ მითხრა, მიმართე პოლიციის უფროსსო და მეც მივმართე. რა თქმა უნდა, ყველამ მითხრა, ასეთი პიროვნება ჩვენთან არ არის დაკავებული, არაფერი ვიცითო. არადა, ნამდვილად დაკავებული იყო. შემდეგ დავურეკე გამომძიებლებს. ვეცადე, იქნებ ასე მაინც მიმეღო ინფორმაცია. ყველა მეუბნებოდა, არ ვიცითო. არც სამმართველოს გამომძიებელმა მაჩვენა პატიმარი. შემდეგ მითხრეს, საერთოდ არ არის შენობაში ასეთი პიროვნებაო. ერთი სიტყვით, არ მომცეს საშუალება, შევხვედროდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს.

ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სიტუაცია. მონაწილეობას ვიღებდი ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში. მე პოლიტიკაში არ ვერევი _ უბრალოდ, დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია.

რადგან ვერ მივაღწიე პატიმართან შეხვედრას, ხელშეკრულების ორდერი გამიუქმა დაზარალებულის პატრონმა _ შენ პატიმართან ვერ შეხვედი, ვერ ნახე და მე რას დამეხმარებიო. იგივე პიროვნებამ მიმართა სხვა ადვოკატს, რომელიც პატიმარს უპრობლემოდ შეხვდა. რატომ უნდა იყოს აქ პოლიტიკური ორიენტაცია განმსაზღვრელი? მე რას დავაშავებდი ჩემი პოლიტიკური ორიენტაციით? რატომ უნდა შეეშალათ ჩემთვის ხელი?, -ამბობდა გელა ნაცვალაძე ერთი წლის წინ „გურია ნიუსთან“.

_საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს თანამშრომელმა ვანო საჯაიამ დამიძახა პოლიციის შენობის წინ და მითხრა, გავიგე, ივანიშვილის შესახებ ხელმოწერებს აგროვებო. ვაცხადებ საქვეყნოდ  _ რა განაჩენიც უნდა დადგეს მომავალში, იქნება უკანონო და უსამართლო, იმიტომ, რომ ის პიროვნება, რომელმაც დასაცავად მომმართა, იყო დაცვის გარეშე. ეს დაფიქსირებულია პოლიციაში ვიდეოკამერებით. 2011 წლის 11 დეკემბრის საღამოს ათი საათიდან, 2011 წლის 12 დეკემბრის დილის 5 საათამდე ვცილობდი, შევხვედროდი პატიმარს.

იმ დროს, როცა პატიმართან არ მიშვებდნენ და ვერ დავადგინე, ვისთან და სად იმყოფებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მივედი მორიგესთან, სადაც დავინახე დაგდებული ქაღალდი _ დაკავების ოქმი, რომელიც პოლიციელებს დარჩათ მორიგესთან, _ ამბობდა ნაცვალაძე.

“გურია ნიუსთან” საუბარში დაკავებული კობა ლომჯარიას მეუღლე, თინათინ სირაძე მაზლის უდანაშაულობაზე საუბრობს:

_ ჩემი მაზლი უდანაშაულოა. არ მომცეს იმის საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით გვესარგებლა. ორდერის მქონე ადვოკატი არ შეუშვეს მასთან. დიდხანს გვაწვალეს, საღამოს 8-ის ნახევრიდან დილის 7 საათამდე ვიყავით პოლიციის შენობაში. პოლიციელები ხან იძახდნენ ქუთაისშიაო, ხან _ ჩოხატაურშიაო, ბოლოს შეურაცხყოფაც კი მიაყენს ჩვენს ადვოკატს და როგორც მათ უნდოდათ, ისე გააკეთეს.

_ რა გაძლევთ იმ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ თქვენი მაზლი უდანაშაულოა?

_ როცა ყაჩაღობა მოხდა, ის სახლში იყო. ჩემს მაზლს ცხოვრებაში წამალიც კი არ აქვს დალეული, სისხლში ოპიუმი აღმოუჩინეს. მაქვს ინფორმაცია, როგორ მიაღებინეს წამალი, დაალევინეს რაღაც სითხის სახით. ადვოკატს მასთან შესვლის უფლება არ მისცეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა კიბეზე რომ არ აუშვეს გელა ნაცვალაძე, ეს ხომ არის დაფიქსირებული ვიდეოთვალში? ტანსაცმელი, რომელიც ლაშას ეცვა, არ მოგვცეს. ამბობენ, ნაცემია და ტანსაცმელი ტანზე შემოაგლიჯეს. იმასაც არ მეუბნებოდნენ, ამ საქმის გამომძიებელი ვინ იყო.

მეტსაც გეტყვით _ მეც რომ ვყოფილიყავი იმ მანქანაში ჩემს მაზლთან ერთად, ალბათ, მეც ამიყვანდნენ და მეც ჩამიდებდნენ ნარკოტიკს. მაქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკის ჩადება ჩემთვისაც მზადდებოდა. მთელ ოჯახს წირავდნენ. მოვიდნენ და ახლაც გამწირონ, არ მეშინია. პასუხი არ უნდა მოეთხოვოს შეურაცხყოფისთვის? კი, ბატონო, ჩემმა მეუღლემ აღიარა, მე ჩემს ქმარზე პრეტენზია არ მაქვს, ჩემი მაზლი უდანაშაულოა.

ბრალდებულის სტატუსით დაკავებულის ბიცოლა “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ როცა აიყვანეს კობა ლომჯარია, მამამისს უთხრეს სიურპრიზი გელოდება: _ თურმე მეორე შვილის აყვანას აპირებდნენ. მე მიყვირეს, არ შემოხვიდე შიგნით, არ შეიძლება, აქ ისეთი რაღაცები ვნახეთ, არავის შემოსვლა არ შეიძლებაო. მერე ერთ-ერთმა პოლიციელმა აგინა დედას.

ეჭვმიტანილის ადვოკატი, დავით მამალაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ მოპოვებული მტკიცებულების ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ არ გააჩნია, თუმცა რაღაც მონახაზები აქვს:

_ ეს უნდა იყოს აუცილებლად დაუშვებლად ცნობილი, რადგან ადვოკატის გარეშე ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება არის უკანონო.

_ როცა თქვენ ჩაერთეთ საქმეში, ეს პროცედურები ჩატარებული იყო?

_  კი. საგამოძიებო სამუშაოები ჩატარებული იყო, რაც უკანონოა. ექსპერტიზა ჩატარებული ჰქონდათ და მე შედეგები გამაცნეს, რაც დარღვევაა.

გელა ნაცვალაძე: _ მთავარი ისაა, რომ ადგილი არ ჰქონდათ, ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ მოეთავსებინათ პატიმარი. პირს დაკავების მომენტშივე უნდა განემარტოს დაცვის უფლების შესახებ.

“გურია ნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარა-გურიის პრესსამსახურის უფროსთან, მაია გიორგაძესთან სცადა, თუმცა გიორგაძემ კითხვის დასმაც არ დაგვაცალა, ისე გადაგვამისამართა გვენეტაძესთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზურაბ გვენეტაძემ კი სატელეფონო საუბრისას “გურია ნიუსს” ერთი “რჩევა” მისცა: _ ჩვენს საიტზე დევს ყველანაირი ინფორმაცია და შეგიძლიათ, გადმოიღოთო, გვითხრა და ტელეფონი გაგვითიშა.

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, დავით ცირეკიძემ “გურია ნიუსის” კითხვა მოისმინა და გიორგაძესავით, გვენეტაძესთან დაკავშირება “გვირჩია”.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს თანამშრომელს, ვანო საჯაიას და ვკითხეთ, ადასტურებდა თუ არა გელა ნაცვალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

_ ხუთ წუთში მე თვითონ დაგირეკავთ, _ გვიპასუხა საჯაიამ და რასაკვირველია, აღარ დაურეკავს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12 სექტემბერი, 2026

"ალდაგი ბისიაის" შვილობილი კომპანიით პროკურატურა დაინტერესდა

პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსის ჩვენება ვანო მერაბიშვილის საქმეზე

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო