დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ნიკა გ. და 1993 წელს დაბადებული ნუგზარ ს.
მათ 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში წინასწარი შერჩევის შედეგად, თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე “ნუგეშის” 15 სავაჭრო ჯიხური, 2 საცხობი, “შირაქის ეკო პროდუქტებისა” და “კოდას” ჯიხურები გაქურდეს. თბილისის მასშტაბით, მათ სულ 21 სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
მათ ბრალი სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც არაერთგზის და წინასწარი შეთახნმებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.