“გურია ნიუსთან” საუბარში ის აცხადებს რომ გადაწყვეტილება მისთვის ნარკოტიკის და იარაღის ჩადების შესახებ რიგითი ინსპექტორების დონეზე არ გადაწყვეტილა. გუნავა მიიჩნევს რომ პასუხისმგებლობა დეპარტამენტის უფროსს და სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირებს უნდა დაეკისროთ.
“ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მე ველოდები პროკურატურის გადაწყვეტილებას. ჩემს საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხოლოდ მოწმის სტატუსი მაქვს, დაზარალებულადაც კი არ მცნეს,” _ ამბობს გუნავა “გურია ნიუსთან” საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება დაასრულა.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი.
ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.