“გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები, თბილისის სხვადასხვა გასართობ ცენტრებში ნარკოტიკული საშუალება “LSD”-რეალიზაციას ახდენდნენ, ისინი ნარკოტიკულ ნივთიერებას შაქრის ნატეხზე აწვეთებდნენ და ცალს 30 ლარად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 32 ცალი ნარკოტიკული საშუალება „LSD” გაჟღენთილი შაქრის ნატეხი და 5 მლ-მდე სითხე ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო აწარმოებს,” _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.