ბრძანება ხელმოწერილია გ.ტუღუშის მიერ, რაც ცალსახად გამორიცხავს ნებისმიერ სპეკულაციას ბრძანების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით. (ბრძანების ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით)
რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს სამინისტრო ზღუდავს ჟურნალისტების მონაწილეობას სასჯელაღსრულების ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის მონაწილეობაში, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით, 22-23 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით გუდაურში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა მოქმედი ადვოკატების მონიტორინგში მონაწილების შეზღუდვის საკითხიც.
ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრების ორგანიზებით სამინისტრომ გამოხატა კეთილი ნება და აღნიშნული საკითხის დარეგულირება მიანდო სამოქალაქო სექტორს.