საქართველოში ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთის მფლობელი ბერა ივანიშვილია, მასზე უძრავი ქონება ძირითადად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებშია გაფორმებული. ეკატერინა ხვედელიძესა და ბიძინა ივანიშვილზე მიწის ნაკვეთები გაფორმებულია საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ასევე მცხეთაში, ბაკურიანში, ბორჯომში, წყნეთსა და თბილისში.
რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი ოდენცოვის რაიონში ეკატერინა ხვედელიძე ფლობს სამ მიწის ნაკვეთს, ერთის მოცულობა _ 6 700 კვ.მ-ია, მეორეს _ 4347 კვ. მ. მესამის _ 1060 კვ. მ პრემიერ-მინისტრის მეუღლე ასევე ფლობს მოსკოვში საცხოვრებელ სახლს სავრასოვის ქუჩაზე, რომლის ფართობი 612.5 კვ. მ-ია.
საერთო ჯამში, ივანიშვილების ოჯახი ფლობს 49 მიწის ნაკვეთს და 41 საცხოვრებელ სახლს.