ამის შესახებ მან განცხადება მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
_ „ქონებრივი დეკლარაციით, სამწუხაროდ, მდიდარი მინისტრების რიცხვში არ შევდივარ. დეკლარაცია მოცემულ ვადებში შევავსე, ასე რომ, ჯარიმის გადახდა არ დამჭირვებია. შევსების დროს მივხვდი, რომ ჩემი ქონებრივი დეკლარაცია ბევრი წლის განმავლობაში არ შეცვლილა. იგივე მაქვს, რაც დიპლომატიურ სამსახურში მისვლის დროს მქონდა. ეს არის ერთი ბინა და ერთი მანქანა. მეტი განსაკუთრებული არაფერი,“ – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.