“ხელისუფლებამ სიფრთხილე გამოჩინა ამ საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმის რომ მტკიცებულელები საერთოდ არ არსებობს, ხელისუფლებამ თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. ჩვენი მოთხოვნაა, მოეხსნას ამ საქმეს გრიფით საიდუმლო, რათა უფრო ნათელი გახდეს, რასთან გვქონდა საქმე. გრიფი უნდა მოეხსნას “ენვერის” საქმესაც. იმის გამო, რომ საქმეებს დღემდე გრიფი “საიდუმლო” ადევს, ის თანამდებობის პირები, რომლებიც ამ საქმეებში მონაწილეობდნენ, ინარჩუნებენ პოსტებს. სწორედ ისინი ლობირებდნენ, რომ ეს საქმეები არ მოხვედრილიყო პოლიტიკურ საქმეთა სიაში. მათ იციან, რომ როგორც კი ამ საქმეებს გრიფი მოეხსნება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ” _ განაცხადა ნანა კაკაბაძემ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კაკაბაძის თქმით, პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელ კომისიაში უკვე შესულია 80-ზე მეტი ახალი განცხადება. მათ შესწავლას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება, რადგან საქმეების უმეტესობა გაუხმაურებელია და არ ყოფილა შესწავლილი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ. კომისია, ასევე, გეგმავს ხელახლა შეისწავლოს კოჭოიას საქმე და ყველა კითხვას საბოლოოდ გასცეს პასუხი.
ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, პოლიტპატიმართა გათავისუფლება 13 იანვარს, დილის 10 საათიდან დაიწყება. 15 იანვარს კი უკვე ყოფილი პოლიტპატიმრები პირველ პრესკონფერენციას ოკუპაციის მუზეუმში გამართავენ.