უმრავლესობიდან არიან: მანანა კობახიძე, ვახტანგ ხმალაძე, ზვიად ძიძიგური, ზაქარია ქუცნაშვილი და სხვები. უმცირესობას კი წარმოადგნენ: აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, მარიამ საჯაია, ნუგზარ წიკლაური.
შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, აკაკი მინაშვილის სიტყვით გამოსვლას შეძახილები მოჰყვა, _ როგორ გაბედე სიტყვით გამოსვლაო. აკაკი ბობოხიძეს კი დემაგოგი უწოდეს და მოსთხოვეს დარბაზის დატოვება. ბობოხიძემ პასუხად განაცხადა, _ არ გავჩერდებიო. უმრავლესობამ იქ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეეკავებინათ და პარლამენტარებისთვის მუშაობის საშუალება მიეცათ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბობოხიძე და მინაშვილი დარბაზიდან გავიდნენ და გვერდით ოთახში გადაინაცვლეს.