_ იმდენი მოითმინეთ თქვენ, როგორც სხვა კუთხის მცხოვრებლებმა (სიტყვაში მსახიობი ომარ ურუშაძე ჩაერთო, რომელიც ოჯახის მამასახლის როლს თამაშობს: სად წახვიდოდი, რომ არ მოგვეთმინაო, – მიმართა უსუფაშვილს). სიტყვა უსუფაშვილმა გააგრძელა: წევიდნენ… ვიღაცეები წევიდნენ… მაგრამ, თქვენ არ წახვიდეთ…
_ რომ არ იქნა მაგათი მოცილება, – ისევ იწუწუნა ომარ ურუშაძემ.
დავით უსუფაშვილმა საბოლოო სადრეგრძელო ასე ჩამოაყალიბა:
_მსურს, თქვენი თამადობით, სრულიად საქართველოს მივულოცო კალანდა, გურულების თამადობით, საქართველოს მივულოცოთ ახალი წელი. ეს სწორი ამბავია, პირველი ზარი გურიაში შემოიკვრება ხოლმე და ვაი, იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ზარის მნიშვნელობას ვერ მიხვდება. მერე ეს ზარი რომ გავრცელდება მთელ საქართველოში და ჩემს მშობლიურ კახეთში, კახელებიც რომ გამოიღვიძებენ, ხოლმე, აი, მერე მორჩენილი ამბავია. ასე რომ, ახალ ხელისუფლებას ვუსურვებ კახელების ზარის შემოკვრას ნუ დაელოდებიან. გურულები რომ შემოკრავენ აზრს, დროზე მოვიდეთ გონზე _ განაცხადა უსუფაშვილმა.