შსს-ს განცხადებით, ავტოავარიის შედეგად, სხეულის დაზიანებები 7 ადამიანმა მიიღო. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსა. მათგან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე ძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს. სამართალდამცველები ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ.