ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური ავრცელებს.
“შემოსავლების ლეგალიზაციისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი. გამოძიებით დადგინდა, რომ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში ის უკანონოდ მონაწილეობდა შპს ნიუ ენერჯის საქმიანობაში, კერძოდ იგი მფარველობას უწევდა შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული ხელეკრულებების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ღებულობდა უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების მიზნით აძლევდა კანონიერ სახეს. 2010 წლის ზაფხულში ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე ნიუ ენერჯიმ ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების ინვენტარი, რაც ჩოჩელის მეუღლის სვეტლანა ჩოჩელის სახლის ეზოში დაამონტაჟა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე, 194-ე მუხლის მესამე ნაწილით რაც ითვალისწინებს 9-დან 14 წლამდე პატიმრობას.”