თუმცა, სასჯელაღსრულების მინისტრი თავს იკავებს სხდომის დეტალების გამხელისგან.
“დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ, ზოგადად, მოხდა ის, რომ პრემიერმა ალასანიას უთხრა, საპრეზიდენტო კამპანია არ უნდა დაიწყოო, რაზედაც ალასანიამ უპასუხა, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მოგვიბრუნდა და გვითხრა, ყველას გახსოვდეთ, თქვენ ხართ საქართველოს მთავრობის და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წევრები. ეს იყო გაფრთხილება არა მარტო ალასანიას მიმართ, არამედ თითოეული ჩვენგანის მიმართ, რომ ვართ საქართველოს მთავრობა და არა კოალიციის ან პარტიების მთავრობა, და თუ რამეს ვწყვეტთ უნდა გავაკეთოთ ერთმანეთთან შეთანხმებით,” _ განაცხადა სოზარ სუბარმა გადაცემა “პრეს-პრესში”.
სოზარ სუბარის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენება ირაკლი ალასანიას დასჯას ნიშნავს, რადგან ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებს მუშაობას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.