ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისები მავრიტანიასა და ტუნისში ახლახანს გაიხსნა, სწორედ ამიტომ, მრჩეველთა საბჭოს ტრადიციული სხდომის გამართვა ამ ორ ქვეყანაში გადაწყდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭო ტერიტორიული პრინციპით არის დაკომპლექტებული და 5 წევრისგან შედგება. სოზარ სუბარი აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ აზიის ნაწილს და ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყანას წარმოადგენს.
უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება და მსოფლიოს უფლებადაცვით სფეროში არსებულ პრობლემებსა და პრიორიტეტებს სწავლობს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩევლის სტატუსი სოზარ სუბარს შარშან, კიდევ სამი წლით გაუგრძელდა.