დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრი ასე ღიად და დაუფარავად არ უნდა აკრიტიკებდეს სასამართლოს.
“მინისტრი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, სასამართლოს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ღიად და გაცხადებულად არ უნდა იჩენდეს. დღეს გაჩნდა შანსი, რომ სასამართლო იყოს ისე დამოუკიდებელი, როგორც არასოდეს და თუკი ამას ხელს უშლის აღმასრულებელი ხელისუფლება, ესეიგი მას არ უნდა დამოუკიდებელი სასამართლო. ისევე როგორც პირველ არხს აქვს შანსი, საშუალება და გამოცდილება, რომ იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტელევიზია, როდესაც დღის წესრიგში დგება სამეურვეო საბჭოს დათხოვნა და პრემიერი საუბრობდა და მას აღარ გადაუთქვამს თავისი სურვილი, რომ სურდა მე-9 არხის შერწყმა მაუწყებელთან, ეს მიანიშნებს ერთს, რომ ხელისუფლებას არ უნდა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი,” _ განაცხადა დავით დარჩიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.