https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიწა – უცხოელს, საძოვარი – უცხოელს, სახნავ-სათესი – უცხოელს… ჩვენ ვისი ვართ?!”

16:01; 28.01.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მათ 28 იანვარს  აქცია კიდევ ერთხელ მოაწყვეს და კატეგორიულად მოითხოვეს უკანონოდ წართმეული კუთვნილი მიწის ფართობების  უკან დაბრუნება და დაკანონება, რაშიც ხელს დღემდე უშლიან, მათივე თქმით, “თვითმარქვია ებრაელი ინვესტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“.

აღნიშნული პრობლემის შესახებ, “გურია ნიუსი” ერთი წლის წინ წერდა, თუმცა, მას შემდეგ პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდა. ერთი შეხედვით, თითქოს,  გაურკვეველი არაფერია.

მიწის პრივატიზაციის  დროს, თითოეულ ლაითურელს, საშუალოდ, 3000 კვ. მეტრი მიწის ფართობი ერგო საკუთრებაში. შემდეგ, როგორც თვითონ ამბობენ, ეს მიწა, რომლის საერთო ფართი 49 ჰექტარი და 3 ათასი მეტრია, ჯერ იჯარით აღმოჩნდა მოქალაქე ლევან თოიძის საკუთრებაში, შემდეგ კი, ამ უკანასკნელმა,  ებრაელ ინვესტორს იგორ ასკაროვს მიყიდა. ახლა მოსახლეობა ამ ინვესტორისგან მიწის დაბრუნებას ითხოვს.

აქციის მონაწილე ლაითურელთაგან, უმძიმესია ერთ-ერთის, ნუნუ აბაშიძის ოჯახის საქმე.

_ მარტოხელა ქალმა ორი შვილი წავალებით  გაზარდა, თან კუთვნილ მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაცია გააშენა; “ჯორკოთი” დადიოდა დილიდან საღამომდე სამუშაოდ; რამდენჯერ ტყემლისა და მჭადის ამარა იყვნენ ის და მისი შვილები. ახლა, ასე წვალებით გაშენებულ 10 წლის პლანტაციას მოგითხრით, აგიჭრით და დაგიწვავთო, _ ეუბნებიან. ხმა არ ამოვიღოთ?! მთელი ლაითური მის გვერდით დადგება, ყველას ერთნაირი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამ ოჯახის საქმე მთლად საცოდავადაა, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.

ნუნუ აბაშიძის უფროსი ვაჟი გელა აბაშიძე ამბობს, რომ იგორ ასკაროვს შეხვდა.

_ ჩემი ადვოკატის ირაკლი ნაკაშიძის თანხლებით მივედი მასთან და განვუცხადე, რომ მიწა უკანონოდ ჩაიგდო ხელში. პასუხად ის მითხრა, თუ გინდა, ათი ადვოკატი მომიყვანე, ვერაფერს დამაკლებო, _ ამბობს ბატონი გელა.

მეზობლები იხსენებენ ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფაქტს, როცა ნუნუ აბაშიძე საკუთარ თხილის პლანტაციაში წაიქცა. იგი ფართობის შეღობვას არ ანებებდა და ინვესტორის თანაშემწემ, თამაზ თავდგირიძემ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც, ინვესტორის მხარე დაიჭირა.

_ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ; ქალი ძალიან ცუდად იყო. მედდას ერთ-ერთი პოლიციელი ეძახდა, ისეთი ნემსი გაუკეთეთ მაგას, რომ ვერ გამოიღვიძოს, ამ აჭარლებს მიწით ვერ გააძღებ, ამათი დედაო…  არადა, სხვა სოფლებში, მაგალითად, ლიხაურში, ჭანიეთში, შემოქმედში თუ თითოეულ ოჯახს, სულ ცოტა, 1 ჰა ფართობი აქვს საკუთრებაში, ჩვენთვის ამაზე ოცნებაც არ შეიძლება, _ იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი ნათელა საღინაძე.

ლაითური ცხრა მიკრორაიონისგან შედგება და ყველგან ანალოგიური მდგომარეობაა. აქციაზე ყველა  რაიონის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ვახტანგ საღინაძე, ალიოშა შამანაძე და  რევაზ შავაძე ამბობენ, რომ 2008 წელს, საქართველოს პარლამენტსაც მიმართეს განცხადებით, მიწების არასწორი პრივატიზაციის გამო და სამართლის აღდგენას ითხოვდნენ.

_ აქ რომ მკვლელობა მოხდეს, გვიან არ შემოირტყან თავში ხელი. ჩვენ ვართ გლეხი ხალხი, მიწასთან ვინც დაგვაშორებს და უცხოელს მხოლოდ იმიტომ ჩაუგდებს ხელში, რომ თვითონ სარგებელი ნახოს, კარგად არ წაუვა საქმე, ან ჩვენ და ან _ ისინი. მოვიდა ახალი ხელისუფლება? სამართალის აღსრულებას ველით, გვიშველეთ და დაგვეხმარეთ, _ ამბობენ ისინი.

აქციის მონაწილეებმა საკუთარი გასაჭირი როცა გვიამბეს, გვთხოვეს იმ ფართობის დასათვალიერებლად გავყოლოდით, რომელიც 49 ჰექტარზეა გადაჭიმული. მათ დაგვათვალიერებინეს მიტაცებული არაერთი ქარსაფარი ზოლი, სადაც ასწლოვან ნაძვის ხეებზე უსულგულოდაა მიკრული ე. წ. “კბილიანი მავთული”. სახეზეა ელემენტარული დაუდევრობა თუ დაუნდობლობა. თუ გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს, ნაძვებს ჯერ სპეციალურად გამზადებულ ვიწროდ დახერხილ ფიცრის თხელ ფენას აკრავენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჭიმავენ ზედ მავთულს. ასეთია ამ ზონაში მიღებული სამუშაო პრაქტიკა. უდიერი დამოკიდებულების ასეთი ფაქტით აღშფოთებული ლაითურელები სათითაოდ გვიჩვენებენ თითოეულ ხეს და მასზე ლურსმნების ნაჭდევებს.

_ ჩვენ აქ 1970 წელს გეგმიურად ჩამოგვასახლეს ზემო აჭარიდან. 22 ეროვნების ხალხი ერთად ვცხოვრობდით და ვშრომობდით. როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და მასთან ერთად ლაითურის მეურნეობა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მისმა თანამოაზრეებმა “ძმაბიჭურად” დაიწყეს მიწების განაწილება. ვიღაც უცხოელს რომ მიყიდეს, ჩვენთვის მოეცათ! მიწაზე მუშაობა გვინდა, უმიწოდ არ ვვარგივართ ჩვენ. ახლა ეს კაცი ყველაფერს ანადგურებს, რაც ამ 49 ჰა ფართობზეა გაშენებული. ეს საქმეა?! ახლაც ბნელა? ეს “ნაციონალები” სანამ არ მოგვშორდებიან საბოლოოდ, ჩვენ არაფერი გვეშველება: სახნავ-სათესი _ უცხოელს, საძოვარი _ უცხოელს, ქარსაფარი _ უცხოელს; ასკაროვისაა ლაითური? ჩვენ ვისი ვართ, ამ ქვეყნის ვართ თუ ნახირი, როგორ გვექცევიან?! _ გვეუბნებიან  ლაითურელები შაქრო ცეცხლაძე, ლევან თოიძე, ნათელა საღინაძე, ლევან დუმბაძე, გოგი ნათიძე, ვალერი შაინიძე, შუქრი აბულაძე.

გულნარა ებრალიძე მოითხოვს, საგანგებო ყურადღება მიექცეს ნუნუ დუმბაძეს, რომელსაც უკიდურესად უჭირს, მიწის ნაკვეთით არჩენდა ოჯახს და ახლა, ეუბნებიან, რომ ისე აუჭირანი თხილის ნარგავებს, “ათი ადვოკატიც ვერ უშველის”.

დედა-შვილ ნუნუ და გელა აბაშიძეებს სასამართლოში აქვთ სარჩელი შეტანილი. აქციაზე იმყოფებოდა მათი ადვოკატი ირაკლი ნაკაშიძე, რომელიც ამბობს, რომ ოჯახის მოთხოვნა სამართლიანია და ახლა საქმეს გურიის სამხარეო  სამმართველო იძიებს.

ლაითურელთა მიერ დასახელებული ინვესტორი ახლა ისრაელშია და ჩვენ მის წარმომადგენელს თამაზ თავდგირიძეს დავუკავშირდით, რომელმაც სრულიად გულწრფელი პასუხი გაგვცა.

_ ბატონო თამაზ, დღეს დაბა ლაითურში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი მოითხოვენ საკუთრებაში დაუბრუნონ, როგორც თვითონ ამბობენ, მიტაცებული მიწის ნაკვეთები. ვინ არის ანგარიშვალდებული მოსახლეობასთან, გასცეს დამაკმაყოფილებელი პასუხი?

_ მე არ მაქვს უფლება, გიპასუხოთ, ინვესტორმა ამიკრძალა. ის ახლა ისრაელშია და თებერვალში ჩამოვა. აი, მაშინ შეგიძლიათ, შეხვდეთ. ისე კი ვიცი ეს ამბები, ხალხის მოთხოვნა სამართლიანია. პრივატიზაციის დროს, მე ლაითურში ვმუშაობდი მიწის მართვის სპეციალისტად. სწორედ იმას ვითხოვდი, რასაც ახლა ხალხი მოითხოვს, თუმცა, მაშინ მხარი არ დამიჭირეს, პირიქით, გამათავისუფლეს. ახლა მე ამ კაცთან ვარ დასაქმებული, ვერაფერს ვწყვეტ და მეტს ვერაფერს გეტყვით.

დაბა ლაითურის გამგებელმა გულადი ჩაგანავამ კი ჩვენთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ ამ პრობლემის შესახებ ვიცი, თუმცა, მე რა შემიძლია? საქმე ძიებაშია და დადგინდება სიმართლე.  ჩვენ მიწასთან არაფერი საქმე არ გვაქვს. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ყველაფერი.

_ ხალხს გამოძიების იმედი არ აქვს და შველას ითხოვს…

_ დაველოდოთ, რა მოხდება. წინასწარ ნუ ჩავიქნევთ ხელს. მე რაც შემეძლება, ხალხის გვერდით დავდგები.

ლაითურის მოსახლეობა ჟურნალისტებსაც და ახალ ხელისუფლებასაც თანადგომას თხოვს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19 დეკემბერი, 2025

ნიკა ლომინაძის დედა პროკურატურის გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

ლანჩხუთის გამგებელი და მისი მოადგილეები პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20.12.2025
მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

14:04; 20.12.2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20.12.2025
მსოფლიო

reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

12:41; 20.12.2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა- რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

11:37; 20.12.2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:52; 20.12.2025
სამართალი

დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – დაკავებულია 1 პირი

10:49; 20.12.2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

10:17; 20.12.2025
ზაფრანი

ორი ყველაზე რთული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

10:07; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

10:01; 20.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების საყვარელი კერძები

9:55; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო