დავით წულაძის თქმით, აზრი არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან 21 დეპუტატი მხარს ამირან გიგინეიშვილს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ დავით წულაძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრია, ამირან გიგინეიშვილი კი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი.
_ მინდა ვთქვა, რომ ლანჩხუთს მუნიციპალიტეტს ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე მართავს და ეს არის დღევანდელი საკრებულოს სხდომის შედეგი, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს დავით წულაძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კენჭისყრა მიმდინარეობდა, რა დროსაც ადგილი დავით წულაძე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.