“მიუხედავად იმისა, პირი მაღალჩინოსანია თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, კანონი იცავს ნებისმიერ ადამიანს და მისი თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მითუმეტეს, როდესაც ხდება დანაშულის ფაბრიკაცია, ეს არის დასჯადი ქმედება. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და კონკრეტული პირები უნდა დაისაჯოს. კონკრეტული საქმე მეტყველებს იმაზე, რომ ოპერატიული ინფორმაცია არ იყო მომზადებული. რეალურად ჩანს, რომ საქმე იყო მოუმზადებელი. რაღაც უცებ მოხდა, პოლიციელებმა ჩათვალეს რომ ძველი მეთოდებით, შესაძლებელი იყო ამ საქმის გამოძიება.
პოლიციელების მხრიდან მოხდა იმის განმეორება, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. არაპროფესიულად, პირდაპირ მოხდა საქმის შეკერვა. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პოლიციელების გათავისუფლება არ არის საკმარისი, რადგან ამ საქმეში სამართლებრივ დარღვევზეა სუბარი.
საიდან გაჩნდა ნარკოტიკი და იარაღი?! ვის ჰქონდა, როგორ ჰქონდა?
ჩვენ დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. გვაქვს ძალიან ბევრი მასალა ამ საქმესთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში გვექნება დასკვნა, თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში.” _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა “გურია ნიუსთან” რამდენიმე ხნის წინ ამავე თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.