შეგახსენებთ, რომ დავით წულაძეს საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდოდა და მისი კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ დღეს მან სხდომა დატოვა. დავით წულაძის თქმით, აზრი არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან 21 დეპუტატი მხარს ამირან გიგინეიშვილს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ დავით წულაძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრია, ამირან გიგინეიშვილი კი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი.
_ მინდა ვთქვა, რომ ლანჩხუთს მუნიციპალიტეტს ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე მართავს და ეს არის დღევანდელი საკრებულოს სხდომის შედეგი, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს დავით წულაძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კენჭისყრა მიმდინარეობდა, რა დროსაც ადგილი დავით წულაძე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.
ამ ეტაპზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შეჩერებულია და დაახლოებით 20 წუთში გაგრძელდება.