წულუკიანის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი მოსამართლე უდგას მას ოპოზიციაში.
“მინდა ვკითხო კოტე კუბლაშვილს, რომ 30-მდე საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხებათ, ყოველთვის როგორ ხვდება 4-5 მოსამართლის ხელში? ეს მოსამართლეები არიან _ გიორგი გოგინაშვილი, გელა ბადრიაშვილი, მერაბ ჯორბენაძე და გიორგი არევაძე . ხანდახან როცა დასჭირდება ხოლმე, კუბლაშვილს “ბრძოლის ველზე” შემოჰყავს მოსამართლე ნატო ხუჯაძე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი მოსამართლე უდგას მას ოპოზიციაში. მინდა მივმართო ყველა მოსამართლეს, რომ ის რეფორმა, რომელიც ჩაშვებულია, არ კეთდება არც კუბლაშვილისთვის და არც წულუკიანისთვის. ეს კეთდება მათთვის, რომ თვითონ მართონ მართლმსაჯuლება და სისტემა გაწმინდონ იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც არცხვენენ მოსამართლის მანტიას,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა “რუსთავის 2”-ის ეთერში.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს, რომელმაც, მისი თქმით, რამდენჯერმე თქვა უარი მასთან ერთად ეთერში დაჯდომაზე.