კვინიკაძე სახელმწიფო მმართველობის მაგისტრია, განათლება მიღებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და მაასტრიხტის სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო სკოლაში (ჰოლანდია). 2002 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პროექტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროში, ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრში, ინტეგრირებული მენეჯმენტის ჯგუფში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობის საკითხებს, სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და შეფასების სისტემის შემუშავებას და სხვ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved