“ჩემო თანამემამულენო, დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარმა ინციდენტმა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დესტრუქციული ძალები არ ისვენებენ. მინდა ღიად დავგმო ის ფაქტი, რამაც გამოიწვია დეპუტატთა გარკვეულ ნაწილზე ფიზიკური ზეწოლა თუ სიტყვიერი შეურაცყოფა. თუმცა აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ყველაფერზე, რაც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს, მოგეხსენებათ ვადაგასული პრეზიდენტი, რომელიც ურცხვად ტყუის ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველგან ცდილობს დააკნინოს დემოკრატიული გზით მოსული ახალი მთავრობის მიღწევები. მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტად ყოფნისას მან არჩია ერთი კონკრეტული პარტიის ლიდერობა და საკუთარ ხალხს ოპოზიციაში ჩაუდგა, მასთან ერთად საკუთარ ხალხს ოპოზიციაში ჩაუდგა პარლამენტართა გარკვეული ნაწილი, დედაქალაქის მერი,1ლარად ნაჩუქარ აგარაკებზე გაყიდული მოსამართლეები, არშემდგარი ექსპერტები და ჯიბის ჟურნალისტები.
ჩემთვის ამაზრზენი საყურებელი იყო თუ როგორ იაფფასიან პროვოკაციას აწყობდა დედაქალაქის მერი. მოგმართავთ ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვისაც სკამი არ ეთმობა და ვინც საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავს, ნუ გადააყოლებთ ქვეყანას ერთ პიროვნებას და პირად ამბიციებს.
გავუფრთხილდეთ საქართველოს!” _ აცხადებს კახა კალაძე.