რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სადრაძეების ოჯახში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, სიადანაც წაღებულია სხვადასხვა საოჯახო ნივთები.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დ.გ. .
ჩვენ დავუკავშირდით შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტები “გურია ნიუსთან” დაადასტურა.