მისი განცხადებით, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და აქ ერთი დიდი სპექტაკლი დაიდგა. “თუ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, მაშინ რას ვერჩოდით ყოფილ გამგებელს გია გოგუაძეს. ყველამ ავიტაცეთ ეს სიტყვა , რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ როდესაც გადავხედავთ ხალხს, ვხედავთ იმედგაცრუებულ და მოტყუებულ მოსახლეობას. აქ შევნიშნე რამდენიმე დელეგატი წინააღმდეგი იყო ხმა მიეცა ბიუროს ხელმძღვანელისთვის, მაგრამ თქვენ ეს არ დააფიქსირეთ.”
ქალბატონის გამოსვლამ გაღიზიანება გამოიწვია დელეგატებში, თუმცა ზოგიერთი მათგანი ეთანხმებოდა მის აზრს. გოგი გეგიაძემ რუსუდან მეგრელიშვილი ტრიბუნასთან სასაუბროდ მიიწვია, მაგრამ ქალბატონმა უარი განაცხადა და დატოვა დარბაზი.