მისი თქმით, აღნიშნული მიწის ფართობები მდებარეობს როგორც რეგიონებში, ასევე მის ისტორიულ ტერიტორიებსა და სარეკრეაციო ზონებში. მითითებულ სქემებში გამოყენებულია იურიდიული პირები – როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების სახით ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირები.
“აღსანიშნავია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მესაკუთრეები გახლავთ კონკრეტული თანამდებობის პირები, რომელთა საქმიანობა არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან. Mმიუხედავად ამისა, საჯაროდ, იმ პირთა მხრიდან, რომელთა საქმიანობაც თავად წარმოადგენდა სახელმწიფო სამსახურს, გამორჩენის მიზნით ხორციელდებოდა სახელმწიფო საკუთრების მითვისება. აღნიშნულ ქმედებებში აშკარაა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის უმოქმედება ან/და მოქმედება, რაც პირდაპირ კავშირშია იმ სავალალო შედეგებთან რეგიონისათვის, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. აღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა წლების განმავლობაში, რასაც შედეგად მოჰყვა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გადასვლა კერძო პირთა საკუთრებაში.
ამრიგად, სახეზეა სახელმწიფო ქონებების მითვისების არაერთი ფაქტი, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი გახარჯვა, საზღვარგარეთიდან მომდინარე დახმარებების არამიზნობრივი გაცემა. აღნიშნულის განსახორციელებლად შექმნილ იქნა არაერთი სქემა, რომლის მეშვეობით ხდებოდა დანაშაულებრივი ქმედებების დამალვა და მათი შენიღბვა.
სამართლიანობისა და ჭეშმარიტების დასადგენად აღნიშნული ფაქტები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოენოებს, ასევე ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ კონკრეტული პირების სახელების და გვარების, იურიდიული პირების დასახელებისგან, რომ ამით გამოძიებას არ შეეშალოს ხელი.”_ აცხედებს გამგებლის მოადგილე.