“ეს არის სიმახინჯე, როცა იუსტიციის მინისტრს, რომელიც არის პოლიტიკური პირი, პარალელურად შეუძლია განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ამიტომაც გაზაფხულზე მოხდება ამ უფლების შეზღუდვა და დევნის თუ საკადრო საკითხებს მთლიანად მთავარი პროკურორი განახორციელებს.”
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ერთადერთი, რისი მოგვარებაც ამ 100 დღის განმავლობაში ვერ შეძლო, “ადეიშვილის პროკურორების მიხედვაა”: “სამწუხაროდ, ამ 100 დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე ადეიშვილის პროკურორების მიხედვა, რომლებიც წლების განმავლობაში ანადგურებდნენ ოჯახებს და ატერორებდნენ ბიზნესმენებს. ეს ერთადერთია, რაც ვერ მოვასწარი,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.