“შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს დაიწყო მომხდარის გამოძიება, დააკავა რამდენიმე პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ფიზიკურ შეურაცხყოფაში, მაგრამ გამოძიება ფერხდება იმის გამო, რომ მსხვერპლები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არ ცხადდებიან დაკითხვაზე. ეს ადამიანები უარს ამბობენ მისცენ ჩვენება იმ საქმეზე, სადაც, როგორც ისინი ამბობენ, არიან დაზარალებულები. ამით ისინი ხელს უშლიან გამოძიებას,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა დიპლომატებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.