ჩვენ დავუკავშირდით რწმუნებულებს, რომლებმაც “გურია ნიუსთან” აღნიშნეს, რომ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, საკუთარი სურვილის საფუძველზე დაწერეს.ეს ყოველივე კი იმით ახსნეს, რომ დაიღალნენ, რადგან 15 წელია სოფელს ემსახურებიან და დასვენება სურთ.
მათ ადგილს ბოხვაურში “ეროვნული ფორუმის” წევრი გია ჯიჯიეშვილი და თხინვალში “რესპუბლიკელი” ომარ დოლიძე დაიკავებს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, 15 თებერვალს, რამდენიმე რწმუნებულს კიდევ მოუწევს თანამდებობის დატოვება.