ზურაბ აგლაძე აკადემიის ოფიცრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარუდგინეს.
_ „ის არის გამოცდილი კადრი, რომელიც კარგად გაართმევს თავს იმ მიზანს, რაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიად გადაქცევას გულისხმობს. მისი ხედვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვას ემთხვევა, ჩვენ გვინდა რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია დაგვეხმაროს განათლებული, მოაზროვნე ოფიცერთა კორპუსის აღზრდაში“ – განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.
ახალი რექტორი აკადემიის კურსდამთავრებულია. მას უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ს არმიის ომის კოლეჯში, 2005-06 წლებში კი სწავლობდა აშშ-ის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში. აშშ-სა და საბერძნეთში გავლილი აქვს ქვეით ოფიცერთა ძირითადი, რეინჯერთა წვრთნის და სამშვიდობო ოპერაციების კურსები. 1998-2009 წლებში ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, სხვადასხვა დროს იყო საჩხერის ბატალიონის, მე-5 ქვეით ბრიგადის, სახმელეთო ძალების მეთაური. 2007 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი ერაყში, კოალიციური ძალების შტაბ-ბინაში.