მათ გადაეცათ დოკუმენტაცია და გაცნობის შემდეგ სამოქმედო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას, იქამდე კი უგულავამ კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება გამოიყენა.
რას ფიქრობს დღეს შექმნილ მდგომარეობაზე “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და როგორ უყურებს მომავალს, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ “გურია ნიუსი” ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა.
–”ამ მთავრობას გიგი უგულავას დასაკავებლად სითამამე არ ეყოფა” _ ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ვანო მერაბიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
– თუ საკმარისი სამხილები აქვთ უნდა დააკავონ …ისე მერაბიშვილის აქტიურობის უკან მისი ისტერიკამდე მისული შიში იკითხება.
– “მე თავაწეული მივდივარ. უცნაური დღეა დღეს ჩემთვის, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბრალდებული აღმოვჩნდებოდი. მაგრამ არ მაქვს პრობლემა. მე მზად ვარ წარვსდგე საზოგადოების წინაშე და დავანახო ხალხს ჩემი სიმართლე!” – განაცხადა გიგი უგულავამ. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამ სიტყვებზე?
– უგულავა ამ მდგომარეობამდე სწორედ თავაწეულმა სიარულმა მიიყვანა, სწორედ ამპარტავნების და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო დაუნგრია თაბუკაშვილის ქუჩაზე ხალხას 13 სართულიანი კორპუსი და საერთოდ ამის გამო გადაიქცა სააკაშვილთნ ერთად უკანონობის და ძალადობის სიმბოლოდ.
– ვანო მერაბიშვილი ვიცე მერად დაინიშნა და შესაძლოა მერადაც მოგვევლინოს. როგორ ფიქრობთ 7 მოემბრისა და 26 მაისის მერე მიიღებს კი მას თბილისის მოსახლეობა ამ თანამდებობაზე?
– კარგა ხანია მერაბიშვილის მიმართ ჩვენმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი უნდობლობა და სიძულვილი.
– როგორ ფიქრობთ, დღეს გამართული აქციით ხომ არ დაიწო “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო გამოსვლები და ხომ არ არის ეს მზადება 19 აპრილის მიტინგისთვის?
– კი, ასე ვფიქრობ და მე ამას დავარქმევდი უმწეო ფართხალს საკუთარი ტყავის და ნაქურდალი ქონების გადასარჩენად. სააკაშვილის გარემოცვაში საკუთარი ტყავის და ქონების გადასარჩენად მომწიფდა აზრი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აპრილში სააკაშვილი დაითხოვს მთავრობას და პარლამენტსაც და ამ პროვოკაციას თავის მიტინგს დაამთხვევს.
– ხალხში გავცელდა აზრი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სრული თვითგანადგურების წინაშეა და მან, შესაძლოა, დათქმულ მიტინგამდე ვერც კი გასტანოს. ამბობენ, რომ ეს ამ მოძრაობის დასასრულია, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ მისი წევრები. აპრილს დიდი იმედებით უყურებენ, რა მოხდება აპრილში? ხომ არ გამოიწვევს ეს ყველაფერი მოქალაქეთა დაპირისპირებას?
– პრეზიდენტს და მის დამნაშავეთა გარემოცვას მომავალი არა აქვთ. ამით ისინი ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ, თუმცა შექმნიან ქვეყანაში კრიზისს, რაც შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას მცირე ხნით, სამაგიეროდ დაამძიმებს მათ მდგომარეობას. ძველმა ხელისუფლებამ დიდი ხანია გაწყვიტა კავშირი ხალხთან, მათ დაკარგეს ნდობა. საბოლოოდ დაიღუპავენ თავს ნაცები… ამიტომ, არავის არ ვურჩევ აცუნდრუკებას და საკუთარი თავისთვის მძიმე განაჩენის გამოტანას.
– რა ბედი ეწევა კოჰაბიტაციას საქართველოში?
კოჰაბიტაციას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა თავიდანვე, იმიტომ რომ ხალხი ამ პროცესს მხარს არ უჭერდა და არც ნაცებმა მისცეს საკუთარ თავს შანსი, რომ მათ მიმართ ხალხის აგრესია დარბილებულიყო და საერთოდ ხალხი კოჰაბიტაციისთვის არ იბრძოდა, ხალხი იბრძოდა სამართალისთვის, რაც მათ ამ მოძალადეთა ბანდამ წაართვა და დღეს ხალხი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას.