და აცხადებს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, არ აქვს უფლება გააკეთოს არასერიოზული და უსაფუძვლო განცხადებები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესაძლებლობას გამორიცხავს და პროკურატურას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს მოსამართლეებზე ზეწოლაზე.
“მიუხედავად ჩვენი რამდენიმე განცხადებისა, მოსამართლისთვის დაკითხვის უწყების გაგზავნა იმ საქმეზე, რომელიც მის მიერ არის განხილული, პროკურატურის მხრიდან არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ამ განცხადების მიუხედავად, პროკურატურამ უკვე მეორედ გაუგზავნა უწყება მოსამართლეს. ეს ნიშნავს 19 საუკუნეში დაბრუნებას,” _ განაცხადა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილის მტკიცებით, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტი ვერასოდეს დადგება, რადგან ამ პროცედურას კონსტიტუცია არეგულირებს. მისი განმარტებით, იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველი დანაშაულზე წასწრებაა, რაც არ მომხდარა და არც მოხდება.