იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი გამომცემლობები, როგორებიცაა: “სეზანი”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, “ლოგოსი”, “პეგასი”, “დილა”, “დიოგენე”, “ქარჩხაძის გამომცემლობა”, “ინტელექტი” და “არტანუჯი”, რომლებიც მომხმარებელს წიგნებზე ოციდან სამოც პროცენტამდე ფასდაკლებას სთავაზობენ.
თბილისის იუსტიციის სახლი გამოფენას 1 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს. წიგნის მოყვარულებს და შეძენის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ იუსტიციის სახლს 12:00 დან 18:00 საათამდე.
ნინო ჩიჩუა, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი: “ჩვენ წიგნების გამოფენას უკვე მეორედ ვმასპინძლობთ და მზად ვართ, ასეთი ტიპის აქციებს შემდგომშიც დავუთმოთ ჩვენი სივრცე. ასეთი ხალხმრავლობა გასაკვირი არ არის, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც საბავშვო, ისე შემეცნებითი ლიტერატურა და კლასიკური ნაწარმოებები. რაც მთავარია, მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქცია ოციდან სამოც პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძინონ. მე ვფიქრობ, ეს ორი დღე ნამდვილი საჩუქარია წიგნის მოყვარულთათვის.”