“შაბათს, 2 მარტს, 17:00 საათზე მოძრაობა “პატრიოტები”, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გამართავს აქციას “დაიცავი პრეზიდენტი – დაიცავი სახელმწიფო!”. ეს იქნება მშვიდობიანი პროტესტი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მიმართ. ჩვენ შევკრავთ ცოცხალ ჯაჭვს პრეზიდენტის სასახლესთან, რითაც გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და ამით დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება, როგორც სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოება და პატივისცემა უნდა იყოს დაცული!
მუქარა პრეზიდენტს, ნიშნავს მუქარას სახელმწიფოს მიმართ, რაც ყოვლად მიუღებელია!”
მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მივა და ისევ სოციალურ ქსელში წერენ:
“ეს იქნება პრეზიდენტის მიმართ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებებისა და მისი აშკარა უპატივცემულობის პროტესტი. პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და სახელმწიფოს სახე. აქედან გამომდინარე, მისი დისკრედიტაცია პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას ნიშნავს”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ჩვენ შევკრავთ ცოცხალ ჯაჭვს პრეზიდენტის სასახლესთან, რითაც გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და ამით დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება, როგორც სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოება და პატივისცემა უნდა იყოს დაცული!
რუსულმა პრესამ უკვე აქტიურად დაუწყო მოძრაობა “პატრიოტების” 2 მარტის აქციის გაშუქება და მისდამი ინტერესის გამოხატვა, რაც უკვე იმას ნიშნავს რომ ეს თემა რუსეთისთვის ძალიან “მტკივნეულია”.
ახლა ჩვენი ვალია 2 მარტს ვიყოთ ბევრნი, რათა მათ დაინახონ რომ ვერასდროს გააფათურებენ ხელებს საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოებასა და მის კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაში!”
შეგახსენებთ რომ მოძრაობა “პატრიოტების” დამფუძნებელია გიორგი მაზმანიანი.