საოლქო პროკურატურამ მას ბრალი სისიხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამო წაუყენა, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისო დათოსანი, ცამციშვილის ადვოკატი: “თეიმურაზ ცამციშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილით, ეს არის თანხის გაფლანგვა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით. კონკრეტულად საქმე ეხება 2011 წლის 17 მარტს გამოცხადებული ტენდერს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და მან გამოიყენა დუმილის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება.”
ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წევრები აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აფასებენ.
ბესიკ ბრეგაძე, ქუთაისის მერი: “ასეთი ქმედება იწვევს თვითმმართველობის პარალიზებას და საქმიანობის შეფერხებას. მასიური დაბარებები პროკურატურაში და საერთოდ დღეს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან.”
თეიმურაზ ცამციშვილისადმი ბრალის წაყენებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე, რომელმაც საქართველოს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, თავი დაანებონ თვითმმართველობებზე ზეწოლას და თვითმმართველობების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.