ასევე, როგორც პატიმრებმა განაცხადეს, თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, ქსნის №15 ციხეში შევიდა 2 ადამიანი, რომლებმაც თავი მონიტორინგის ჯგუფის წევრებად გააცნეს. მათ სასჯელეღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მაია ხასიას და ლალი მოროშკინას ციხეში მოსვლა თხოვეს, რაზეც უხამსი პასუხი მიიღეს.
პატიმრების განცხადებით, ისინი ქსნის №15 ციხეში ყოფილი დირექტორის, ნუკრი ხუხუას გათავისუფლებას აპროტესტებენ.
“გურია ნიუსს” პატიმრები ღამის 5 საათამდე უკავშირდებოდნენ და ითხოვდნენ ადგილზე გავცნობოდით ვითარებას. გამომდინარზე იქედან, რომ ჟურნალისტებს ციხეში შესვლა აკრძალული გვაქვს, პატიმრების თხოვნით მონიტორინგს ვერ განვახორციელებდით. პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” წუხელ ღამით ეცადა, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებას. რომელსაც ვერ დაუკავშირდა.
“გურია ნიუსი” ამ წუთებში დაუკავშირდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ირაკლი კორძაია, რომელმაც გვითხრა: “1 საათზე ბრიფინგი გვაქვს. იქ მობრძანდით და ამომწურავ პასუხს მიიღებთ.”
“გურია ნიუსი” ასევე დაუკავშირდა სახალხო დამცველი აპარატის პრესსამსახურში, განგვიცხადეს, რომ ამ ინფორმაციის შესახებ არაფერი იციან.