ვენეციის კომისია ეთანხმება და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კანონის გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მანამდე არჩეული იუსტიციის უმაღლესი სამჭოს წევრების მანდატის განახლების საკითხი. ამგვარი რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ არადემოკრატიული წესით არჩეული შემადგენლობა უნდა დაექვემდებაროს ახალ, დემოკრატიულ არჩევნებზე დაფუძნებულ წესებს.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.