დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ვენეციის კომისიის დასკვნიდან რამდენიმე ციტატა წარმოადგინა, რაც მისი თქმით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კომისიამ გაითვალისწინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკოპლექტებასთან დაკავშირებით.
_ ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკოპლექტების წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის საბჭოს შეცვლის გაუმართებელ და სასამართლოს ხელისულების დამოკიდებულების ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა, _ განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს რვა მოსამართლე წევრიდან მხოლოდ სამი მათგანია დანიშნული ადმინისტრაციულ კომიტეტის მიერ. ამ სამიდან მხოლოდ ორი არის თავმჯდომარე.