ამბობს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.
“ამ საქმის შინაარსი მარტივია: ბატონი ბენდუქიძე საქართველოს კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს; შესაბამისად, შეასწოროს თავისი ინსტიტუტის შიდა განაწესი. თუ ბატონი ბენდუქიძე გააგრძელებს მცდელობას სტუდენტები მძევლებად ჰყავდეს და არ მოვა შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, ჩვენ შევქმნით სტუდენტებისთვის უკეთეს ბაზას და უფასო სწავლებას. ძალიან გთხოვთ, დააკვირდით ამ ვითარებას: ადამიანი ამბობს, რომ საქართველოს კანონებს არ დაემორჩილება. ტყუილია, თითქოს, ეს შემთხვევა იყო უპრეცედენტო. გაჩვენებთ, რომ მანამდეც ყოფილა ასეთი შემთხვევები.
ტყუილია, თითქოს აგრარული უნივერსიტეტი დახურულია – 4 თვეში შედის ეს განკარგულება ძალაში. ამდენი მარაზმატული ტყუილის და სტუდენტების ფაქტობრივად მოტყუების და მძევლად აყვანის ფონზე, ქართული საზოგადოება ერთი კვირაა აკვირდება აბსოლუტურ უხამსობას მედიით. თქვენ ნახეთ, რომ ბოლოს გინებაზე გადავიდნენ პირდაპირ ეთერში. აქციებზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებდნენ, თურმე მე არ უნდა ჩავსულიყავი აქციაზე, ეს ყოფილა აქციის არევა. მე მგონია, რომ პატივი ვეცი იმ ადამიანებს, რომ მივედი.
ვცდილობ შევქმნა ალტერნატიული ბაზა იმ შემთხვევისთვის, თუ ბენდუქიძე გააგრძელებს “უმანკო შეურაცხყოფილის” როლის თამაშს და სტუდენტები ეყოლება მძევლებად.
პატივცემულო სტუდენტებო, შეეცადეთ ნუ გახდებით ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები. თუ თქვენ მაინც გააგრძელებთ ბედუქიძის პოლიტიკურ მძევლობას და მიჰყვებით მას თავის პოლიტიკურ ბინძურ თამაშში (სუფთა თამაში მას ცხოვრებაში არ უთამაშია), მე მაინც ვიზრუნებ თქვენზე. უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას ტექნიკურ უნივერსიტეტში და მეტიც, იქ სწავლება იქნება უფასო! შესაბამისად, შეეცადეთ, ნუ იქნებით ბენდუქიძის პოლიტიკური სიბინძურის მძევლები”, _ განაცხადა განათლების მინისტრმა.