“არ ვიცი, ამ განცხადების არსი, მაგრამ თუ ის გულისხმობდა ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პერიოდს, მაშინ ფაქტობრივი უსწორობაა, იმიტომ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მსგავსი უკანონო მიყურადება არ ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ეპოქაში ვირუსებით მიყურადება არ ხდება,” _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა გადაცემა “მთავარ კითხვაში”
რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა _ მისი თქმით, ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში მას თავდაცვის სამინისტროდან ფარულად უსმენდნენ და ამასთან დაკავშირებით ის პროკურატურამ უკვე დაკითხა.
არჩილ კბილაშვილმა მსგავსი საქმის გამოძიების ფაქტი საერთოდ უარყო.