ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (ე. წ. “მატროსოვის ციხე”) რეაბილიტაცია.
აღნიშნული დაწესებულება, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, არ აკმაყოფილებდა არსებულ სტანდარტებს _ შენობაში სუფევდა ანტისანიტარია, მწყობრიდან იყო გამოსული საკანალიზაციო ქსელი, არ ფუნქციონირებდა საშხაპეები, მსჯავრდებულებს უწევდათ ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრება,” _ეს განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნული დაწესებულებიდან ბაჩო ახალაიას და ე. წ. “ციხის ჯალათების” გლდანის ციხეში გადაყვანას კრიტიკა მოყვა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ #9 დაწესებულებაში არსებული რეალური სურათის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალაც გაავრცელა.