ამის შესახებ დღეს “საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა.
“პრემიერ-მინისტრმა და საზოგადოებამ უნდა გაიგონ, რომ ბათუმელებმა “ქართულ ოცნებას” დაუჭირეს მხარი და არა მურმან დუმბაძეს,” _ ამბობს ღოღობერიძე. ღოღობერიძის თქმით, ხელმოწერების შეგროვების მიზეზი აჭარაში ნეპოტიზმის ფაქტების გახშირებაა. მისივე განცხადებით, ვარშალომიძის კლანი დუმბაძის კლანმა ჩაანაცვლა.
ღოღობერიძის ბრალდებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პასუხობს და აცხადებს, რომ თანამდებობებზე ის გუნდი მოვიდა, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” ერთად სამართლიანობისთვის იბრძოდა.
ხაბაძის თქმით, რეგიონში კლანური მმართველობა გამორიცხულია.